რეზონანსი
05.02.2024

„ლელოს" დეპუტატს სალომე სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზი, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დაატოვებინა.

სალომე სამადაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავდა კითხვით კორუფციასთან დაკავშირებით. ოხანაშვილმა დეპუტატს ფაქტების მოყვანისკენ მოუწოდა, რასთან დაკავშირებითაც სამადაშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევა მოიყვანა. სალომე სამადაშვილის თქმით, თუკი კორუფციას ებრძვიან, გაუგებარია, რატომ ასახელებენ შს მინისტრად ისევ გომელაურს.

კორუფციასთან დაკავშირებულმა ბრალდებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია.

"მოქცევას რომ ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით დარბაზში, დატოვეთ დარბაზი," - მიმართა მას ოხანაშვილმა. სალომე სამადაშვილმა დარბაზის დატოვებისას განაცხადა, რომ მინისტრობის კანდიდატისგან პასუხს არ ელოდება, ამიტომ დარბაზს დატოვებს.

“ვინ უნდა გამცეს პასუხი, ან დეოლიგარქიზაციაზე ვინ უნდა მელაპარაკოს, ივანიშვილის დაცვის უფროსმა?"- აღნიშნა სამადაშვილმა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ "ზრდილობას რომ ისწავლის", შემდეგ შეეძლება დარბაზში ყოფნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×