
სამთავრობო გუნდი ახალ სამთავრობო ცვლილებებს მხარს უჭრს. ისინი ფიქრობენ, რომ ოპოზიციის კრიტიკა და დესტაბილიზაციის სურვილი შედეგს ვერ გამოიღებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში გამოჩენა და დებატებში მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია.
"ოპოზიციის ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ გააკრიტიკოს ხელისუფლება და გაგვიწიოს ოპონირება თუ ეს შეუძლიათ. პრობლემა დღემდე ის იყო, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და თუ ისინი ახლა პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობენ, ეს არის ზუსტად საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი. ოპოზიციის რადიკალურ ბანაკს კი, რომლის მიზანიც არის დისკრედიტაცია, ვეტყვი, რომ მათ ეს არ გამოუვათ," - აცხადებს თალაკვაძე.
მინისტრთა განახლებული კაბინეტის მოსმენა, პარლამენტში, დღეს იწყება, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ კი მთავრობას ნდობას ხუთშაბათს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით გამოუცხადებენ.