რეზონანსი
05.02.2024

ინფლუ­ენ­სე­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა მო­უ­წევთ - შე­საძ­ლოა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს ვი­დე­ო­ში წარ­წე­რის სა­ხით მი­თი­თე­ბა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ქონ­ლის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ოს გან­თავ­სე­ბის­თვის კომ­პა­ნი­ამ ინფლუ­ენ­სერს თან­ხა გა­და­უ­ხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­როს რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მიმ­დი­ნა­რე წელს გეგ­მავს, შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტი კი მზად 2025 უნდა წლის­თვის უნდა იყოს.

კი­დევ რა პი­რო­ბე­ბი და­წეს­დე­ბა ინფლუ­ენ­სე­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, „მთა­ვა­რია გამჭვირ­ვა­ლო­ბა, რად­გან მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა იცო­დეს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ქონ­ლის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ოს გან­თავ­სე­ბის­თვის კომ­პა­ნი­ამ ინფლუ­ენ­სერს თან­ხა გა­და­უ­ხა­და“.

"არ არ­სე­ბობს ინფლუ­ენ­სე­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. თუმ­ცა, 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ა­გენ­ტო გეგ­მავს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენტზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას, რო­მე­ლიც მზად იქ­ნე­ბა 2025 წლის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გან­სა­ზღვრავს იმ ძი­რი­თად წე­სებს და პი­რო­ბებს, რაც ინფლუ­ენ­სერ­მა უნდა და­იც­ვას სა­ქონ­ლის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბი­სას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინფლუ­ენ­სე­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენტზე მუ­შა­ო­ბი­სას კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­უ­რად გა­ი­ზი­ა­რებს ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტის (Twinning) სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის, ლი­ე­ტუ­ვე­ლი და პო­ლო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის და აღ­სრუ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის (ICPEN) ექ­სპერ­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას“, - აცხა­დე­ბენ კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×