რეზონანსი
04.02.2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის მიზნით, უნივერსიტეტმა შეისყიდა სასწავლო კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის საპროექტო მომსახურება. თსუ კანცლერის მოადგილის გიორგი შამათავას თქმით, აღნიშნული მომსახურების პირველ ეტაპზე თსუ მე-3 და მე-5 სასწავლო კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო.

სასწავლო კორპუსების შიდა ეზოებში მოეწყობა ფუნქციური სტუდენტური სივრცეები, გამწვანებული ზონები. განხორციელდება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, შიდა ეზოებში არსებულ სოციალურ სივრცეებში სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობის - კონკურსების, შემოქმედებითი, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა ექნებათ.

ინფორმაციას თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×