რეზონანსი
04.02.2024

შეერთებული შტატების მიერ ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების პოზიციებზე მიტანილ იერიშებს, ოფიციალური თეირანი გამოეხმაურა და ვაშინგტონს გონიერებისკენ მოუწოდა.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის სამხედრო აქტივობა საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს.

იქამდე, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.

3 თებერვალს აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ 7 ობიექტზე მიიტანა იერიში. სამი მათგანი ერაყში მდებარეობს, ოთხი კი სირიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×