რეზონანსი
04.02.2024

აშშ და ბრიტანეთი ხელს უწყობენ ქაოსს და დაუცველობას დასავლეთ აზიის რეგიონში თავიანთი სამხედრო მოქმედებებით, რომლებიც მიზნად ისახავს ისრაელის რეჟიმის მხარდაჭერას ღაზის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ, იემენში, შიიტი „ჰუსიტების" წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს თავდასხმები არღვევს იემენის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც საერთაშორისო სამართალს.

ნასერ ყანაანიმ „თვითნებური ზომების" გაგრძელებას ავანტიურიზმის ნათელი მაგალითი უწოდა, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„აშშ და დიდი ბრიტანეთი მიზნად ისახავს სასუნთქი სივრცის შექმნას კრიმინალური რეჟიმისთვის, რომელსაც ბრალად ედება პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდი. ეჭვგარეშეა, საერთაშორისო თანამეგობრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს პასუხი აგებინოს", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×