რეზონანსი
03.02.2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და მათ გირაოს სახით 3000-3000 ლარის გადახდა შეეფარდათ.

პროკურატურა სხდომაზე ბრალდებულების მიმართ 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას აქციის დროს აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანების გამო დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×