რეზონანსი
03.02.2024

ორი დღის წინ, ფონ­დი „სა­ფა­რის" დი­რექ­ტორ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნის თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

სტატ­სუსს მო­სახ­ლო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. მათ­მა ნა­წილ­მა ვერ და­ი­ჯე­რა, რომ არ­სე­ბობენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ამ­ხე­ლა თან­ხას აღ­წევს.

ვინ არი­ან ისი­ნი, რო­მელ სექ­ტორ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, ამის შესახებ რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ანი საუბრობს.

„დიახ, ახლა გვაწ­ვდის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო მო­ნა­ცე­მებს, სა­დაც ასე­ვე გვაქვს გრა­და­ცია, რამ­დენ ადა­მი­ანს აქვს 100-500 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი და მეტი. ამ კონ­ტი­გენ­ტში 277 ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თო სა­ხელ­ფა­სო ფონ­დია მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლოს თუ გა­მო­ვიყ­ვანთ, გა­მო­დის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი თვე­ში. მა­გა­ლი­თად, შარ­შან დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მი რომ ვნა­ხოთ, 493 ადა­მი­ა­ნია, ვი­საც თვე­ში 350 ათა­სი ლარი ჰქონ­და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი. ამ ციფ­რებ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კა ჩანს, ეს არის რე­ა­ლუ­რად იმის პა­სუ­ხი, რო­დე­საც ქვეყ­ნდე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი იმა­ტებს. რა­ტომ ვერ გრძნობს ამას ხალ­ხი და სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­სუ­ხი არის ეს.

გუ­შინ ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა ამ თე­მა­ზე. ჩვენ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვით და იქ ვი­სა­უბ­რე. თო­რემ იქამ­დე ქარ­დე­ბიც დავ­დეთ ჩვენს გვერ­დზე, ვცდი­ლობ­დით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მიგ­ვე­პყრო.

შარ­შან ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ნი­მა­ლურ სა­ხელ­ფა­სო სარ­გო­ზე შე­ვი­ტა­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­დაც ფი­ნან­სუ­რი გათ­ვლე­ბი გვაქვს. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ თუ არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო ფონ­დე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად და თა­ნაბ­რად გა­ნა­წილ­დე­ბა, ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბის გამო კერ­ძო ბიზ­ნეს­სა თუ სა­ჯა­რო სექ­ტორს არ მო­უ­წი­ოს და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა", - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა და დასძინა, რომ კონფიდენციალური ინფორმაციია ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და რო­მელ სექ­ტო­რო­ში საქმიანებენ, ვი­საც ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე აქვთ ხელ­ფა­სი

„ეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს, რა თქმა უნდა, ექ­ნე­ბა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი. ზო­გა­დად, კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რი პი­რო­ბი­თია. რო­დე­საც სა­ჯა­როს ვახ­სე­ნებთ, ყვე­ლას წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტსა და მთავ­რო­ბა­ზე. სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ბი­უ­ჯე­ტო უდი­დე­სი სეგ­მენ­ტია, მა­გა­ლი­თად, რკი­ნიგ­ზა, ფოს­ტა, აქ დი­რექ­ტო­რებს და მე­ნე­ჯმენ­ტის ნა­წილს კო­ლო­სა­ლუ­რი ხელ­ფა­სე­ბი აქვთ. იგი­ვე ხდე­ბა აი­პებ­ში, სი­პებ­ში... იმის თქმა მინ­და, რომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ მარ­ტო კერ­ძო სექ­ტო­რის არის ეს მო­ნა­ცე­მე­ბი", - თქვა მანდ და არ გამორიცხავს, რომ შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე მსხვი­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს ჰქონ­დეს ეს ხელ­ფა­სი და უბ­რა­ლოდ მან და­უ­ნიშ­ნოს სა­კუ­თა­რი თავს

„არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. იმი­ტომ, რომ რაც ცხა­დად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, ეს არ არის ბიზ­ნე­სის შე­მო­სა­ვა­ლი, ეს არის ფი­ზი­კუ­რი პი­რის შე­მო­სა­ვა­ლი და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით აქ ხვდე­ბი­ან სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში", - დასძინა რაისა ლიპარტელიანმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×