რეზონანსი
03.02.2024

რასაც მე ვხედავ, არ არის პოლიტიკური ნება, რომ სტრუქტურული რეფორმები გატარდეს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

„მთავარი ამბავი არ არის პროგრამა. პროგრამაში პრობლემას ზუსტადაც რომ არ ვხედავ. მთავარი ამბავი არის პოლიტიკურ ნებაში, რამდენად შესრულდება ის საკითხები, რაც პროგრამაში წერია. სამწუხაროდ, რასაც მე ვხედავ, არ არის პოლიტიკური ნება, რომ სტრუქტურული რეფორმები გატარდეს", - აღნიშნა დაუშვილმა.

სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×