რეზონანსი
03.02.2024

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის მოცულობა, 2022 წელთან შედარებით, 77,8%-ით გაიზარდა.

ამავე მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა, ყველა ტიპის ტრანსპორტით, ჯამში $3,2 მლრდ შეადგინა.

აქედან ყველაზე მეტი ღირებულების - $2,7 მლრდ, ავტომობილების იმპორტი საზღვაო ტრანსპორტით განხორციელდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, მსუბუქი ავტომობილები ყველაზე დიდი მოცულობით - $1,8 მლრდ, აშშ-დან შემოვიდა, შემდეგ მოდის იაპონია - $556,6 მლნ-ით, გერმანია - $320 მლნ-ით, თურქეთი $81 მლნ-ით და $51,5 მლნ-ით.

2022 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ჯამში $1,8 მლრდ იყო.

2023 წელს ცვლილება მოხდა იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. კერძოდ 2022 წელს მეხუთე ადგილზე მყოფი უკრაინა გასულ წელს სამხრეთ კორეამ ჩაანაცვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×