რეზონანსი
03.02.2024

მსახიობი გია ბურჯანაძემ სიმსივნის დიაგნოზზე ისაუბრა და თქვა, რომ მას სრულიად უცხო ადამიანები დაუდგნენ გვერდით. 

"ჯანზე ვიყავი, ყოველ დღე ვვარჯიშობდი და უცებ გეუბნებიან მეოთხე სტადიის სიმსივნე გაქვსო. კოშმარია. მაგრამ ოჯახი და სამეგობრო ძალიან გვერდში დამიდგა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი და ახლობლებივით დამიდგნენ გვერდში. ამდენი ადამიანია ჩართული, რომ გამოგაკეთონ, მათ იმედებს ვერ გაუცრუებ. მტერსაც არ ვუსურვებ ამას, ძალიან ვერაგი დაავადებაა. სამი ოპერაცია გამიკეთეს და ახლა კვირას ისევ მივდივარ თურქეთში", - თქვა "იმედის" ეთერში გია ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×