რეზონანსი
02.02.2024

„ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ და „ისლამური ჯიჰადის" ლიდერმა ზიად ნახალემ სატელეფონო საუბარი გამართეს და ისრაელ-„ჰამასის" ომი განიხილეს.

„ჰამასის ცნობით", ჰანიემ და ნახალემ ხაზი გაუსვეს იმას, რომ რომ მძევლების გათავისუფლების საკითხზე ისრაელთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ღაზის სექტორში ომი საბოლოოდ უნდა დასრულდეს, ისრაელის ჯარებმა ღაზის სექტორი უნდა დატოვონ, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზის სექტორის ბლოკადა და ხელი შეუწყოს რეგიონის აღმშენებლობას.

მათივე თქმით, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×