რეზონანსი
02.02.2024

3 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე წყალარინების დაზიანებულ ქსელზე აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ქსელის მდებარეობიდან და ტექნიკური სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დროს, ხვალ, 3 თებერვლის დილის 09:00 საათიდან 4 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, კოტე მარჯანიშვილის ქუჩის N42- დან N44 -მდე შეიზღუდება საგზაო მოძრაობა. კერძოდ, დაიკეტება ჩუბინაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩამდე ამსვლელი გზა.

სატრანსპორტო საშუალებები და სამარშუტო მიკროავტობუსები იმოძრავებენ, ჩუბინაშვილის ქუჩის გავლით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს" უხდის მოსახლეობას დისკომფორტისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×