რეზონანსი
02.02.2024

არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმიანება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ გვარამიას ყველა განცხადება რეალობას მოწყვეტილია.

„განცხადებები, რომელიც გვარამიამ გააკეთა, რეალობას მოწყვეტილია. თითქოს პოლიტიკაში ბრუნდება, როცა პოლიტიკიდან არ გასულა და თითქოს სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს პარტიებისგან, როდესაც პირიქით - კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საჯარო განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნული ნიკა გვარამია პოლიტიკურ მომავალს ამ გუნდთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ხედავს. ამას მისივე განცხადებები ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე მას ვერ წარმოუდგენია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×