რეზონანსი
02.02.2024

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა.

მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

მთავრობის შემადგენლობა ასეთია: კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი;

ამასთან, პარლამენტში ასევე შევიდა სამთავრობო პროგრამა, რომელშიც ამ დროისთვის ცვლილებები არ არის შესული.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნების" ყრილობაზე პირველ თებერვალს წარადგინეს.

პარლამენტი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×