რეზონანსი
02.02.2024

ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა" წითელი ხაზია და „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია არ გვექნება, ეს შემიძლია, გითხრათ ცალსახად, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის" წინასაარჩევნო მიზნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გეგმავს გაერთიანებას.

„ჩვენი ცალსახა პოზიცია არის ერთი, რომ წინასაარჩევნო მიზნებისთვის ჩვენ არავისთან არანაირი გაერთიანება არ გვექნება, ვგულისხმობ, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ წითელი ხაზი ეს არის „ნაციონალური მოძრაობა."

ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა" არ არის მხოლოდ სახელწოდება ან სახელი და გვარი, ან კონკრეტული პიროვნება. „ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთვის არის ქცევა, ვისთან არ შეიძლება კოალიციის გაკეთება, ვის არ შეიძლება ანდო ქვეყანა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა" არის დაშლილი მარტივ მამრავლებად, ყველა რაღაცას ცდილობს, ყველა რაღაცას აკეთებს. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" და „ოცნებამ" ამ არჩევნების შემდეგ ვერ შეძლოს, რომ თავის ჭკუაზე ეს ქვეყანა მართოს და ატრიალოს. ეს არის მარტივი მოცემულობა. ჩვენთვის წითელი ხაზია არა უბრალოდ „ნაცმოძრაობა," არამედ კოლექტიური „ნაცმოძრობა". „ლელოც" „ნაციონალური მოძრაობაა," რა გგონიათ, ვინმე სხვა არის? „ლელო" ერთ-ერთი „ნაცმოძრაობაა", გვარამია, მელია, ისინიც „ნაციონალური მოძრაობაა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×