რეზონანსი
01.02.2024

ევროპამ „ფერმერთა კრიზისის" პირობებში წესები უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ევროპაში სასოფლო-სამეურნეო კრიზისს განვიცდით და ეს უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბელგიაში, რუმინეთში, პოლონეთში, საფრანგეთში - ყველგან ვხედავთ ოპოზიციური მოძრაობების მნიშვნელოვან ზრდას. ომი აქ არის, სამყარო იცვლება, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მარტივი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა", - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.

„მე უბრალოდ, წინააღმდეგი ვარ თავისუფალი ვაჭრობის, როგორი ფორმითაც ჩვენ ამას ვაკეთებდით 90-იან წლებში. ეს არის ზუსტად მერკოსურის მოდელი. ევროპული ბაზარი მნიშვნელოვან დესტაბილიზაციას ახდენს ჩვენი პროდუქციის ფასებზე და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ქმნის", - აღნიშნა მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×