რეზონანსი
01.02.2024

მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი ეხმაურება ევროკავშირის 27 ქვეყნის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებაზე.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ დღეს საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა.

„ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას გამოხატავს. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას. ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა" ,- წერს პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×