რეზონანსი
01.02.2024

ჩვენ დღეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს მოსახლეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა, არნახულად ტურბულენტურ დროსა და გარემოში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" არჩევნებზე ექნება მოსახლეობის მხრიდან ის მხარდაჭერა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას უზრუნველყოფს მომავალ პარლამენტში.

„მიზანი არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ დღეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს მოსახლეობაში გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა, არნახულად ტურბულენტურ დროსა და გარემოში, როდესაც ჩვენი რეგიონი, ქვეყანა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დადგა. სწორედ ამ გუნდმა და ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ჩვენს ქვეყანას შეენარჩუნებინა მშვიდობა, სტაბილურობა და დღეს გვქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც მთავარ პრიორიტეტზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორც სტრატეგიულ მიზანზე. სხვანაირად ეს იქნებოდა შეუძლებელი და წარმოუდგენელი და სწორედ ეს არის ამ გუნდის დამსახურება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებზე გვექნება მოსახლეობის მხრიდან ის მხარდაჭერა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას უზრუნველყოფს მომავალ პარლამენტში", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×