რეზონანსი
01.02.2024

„ქართული ოცნების" 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ „ფაზებს" შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს - ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე „ჩაპაევის" თამაშს მიჩვეული „ინტელექტი" ვერ გაუძლებდა, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა „ქართული ოცნების" ყრილობის შედეგებზე ნიკა გვარამიას კომენტარი.

„ბეისბოლისტის მიერ საჭადრაკო პარტიის გარჩევა თუ შეგხვედრიათ? დღეს ნიკა გვარამიამ შემოგვთავაზა. "ქართული ოცნების" 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ „ფაზებს" შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს - ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე „ჩაპაევის" თამაშს მიჩვეული „ინტელექტი" ვერ გაუძლებდა.

თავის დროზე საჭადრაკო ტურნირზე, ერთდროული სეანსის დროს, ოსტაპ ბენდერმა თავის მოწინააღმდეგეებს მისთვის ერთადერთი ცნობილი დებიუტი შესთავაზა: е2е4. ამით მოგების დიდი იმედი არ ჰქონდა - უბრალოდ, ჩვეულებისამებრ, მისით აღფრთოვანებულ თაყვანისმცემლებს უბრალოდ „აბოლებდა".

ხოლო ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ საჭადრაკო პარტიას, „ბეისბოლისტმა" გვარამიამ შემდეგნაირი კომენტირება მიაყოლა: კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია? პრობლემა მხოლოდ მარტო წასულ ღარიბაშვილში იყო? კლანური ურთიერთდაპირისპირებებით ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია? მისი „ტვინის" ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: „ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში" და ასევე „პუანკარეს განტოლების" ამოხსნის გვარამისეული ვარიანტი..." - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×