რეზონანსი
01.02.2024

არჩევნებიდან არჩევნებამდე, გუნდში განახლება ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება, იცვლება მთავრობის შემადგენლობა, იცვლებიან პრემიერ-მინისტრები - ამაში გასაოცარი არაფერია, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„განსაკუთრებული არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო საფუძველი იმისა, რომ რამე შეცვლილიყო ევროკავშირის დამოკიდებულებაში საქართველოსთან მიმართებაში. ორივე პიროვნება [ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე] გამოკვეთილი ლიდერია „ქართული ოცნების" გუნდში, იყვნენ და რჩებიან ამ გუნდის ლიდერებად და როგორც იყო ევროკავშირში ინტეგრაცია პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის და გუნდისთვის, ასევე დარჩება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩსაც სხვა პასუხი არ შეიძლებოდა გაეცა - რა თქმა უნდა, ის ისევ ისე გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, ვინაიდან ეს არის მისი პირველი ამოცანა და ვალდებულება, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლის საქართველოში", -აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

„მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა დღეს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×