რეზონანსი
01.02.2024

იმის თქმა, რომ რომელიმე ისტორიულ ეტაპზე საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული პირდაპირი აგრესია, არის სიცრუე, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, საქართველო რუსეთთან ომს თავიდან აირიდებდა.

გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთი ჩვენს, უკრაინის და მისი ყველა მეზობლის სახელმწიფოებრიობას ერჩის.

„იმის თქმა, რომ რომელიმე ისტორიულ ეტაპზე საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული პირდაპირი აგრესია, არის სიცრუე, მავნებლობა და ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×