|

დღეს უკვე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურებულია. ირაკლი ღარიბაშვილი არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„პარტიას უკვე დაწყებული აქვს მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გუნდმა მიაღწიოს წარმატებას. ამ ყველაფერში „ქართული ოცნების“ თითოეული მხარდამჭერის როლი არის უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, რომ იმ თანადგომას და მხარდაჭერას, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერი-მინისტრის რანგში. მინდა წარმატებები ვუსურვო მის გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები, საფრთხეები და გამოწვევები, რაც იყო არსად წასულა და დღესაც არსებობს. ერთიანი ძალით უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში სტრუქტურულ გაძლიერებაში და დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ მინისტრი იქნება წარმატებული“, - აღნიშნა კალაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|