რეზონანსი
31.01.2024

ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნებში მომზადებას კიდევ 20 000 უკრაინელი სამხედრო გაივლის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

"თითქმის დავასრულეთ უკრაინული არმიისთვის თითქმის 40 000 ჯარისკაცის მომზადების მისია. ახლა ამ რიცხვისთვის კიდევ 20 000 ჯარისკაცის დამატებაზე შევთანხმდით, ჯამში მომზადებას 60 000 ჯარისკაცი გაივლის", - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, "ეს ეს რიცხვი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მიღწეული."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×