რეზონანსი
31.01.2024

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების პროცესი წარმოადგენს.

„სტრატეგია აღმაშენებლის" საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს ევროკომისიის მაღალჩინოსანს გააცნობს.

„ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავშირებით ევროკავშირის ოფისში საინტერესო შეხვედრა მიმდინარეობს ევროკომისიის მაღალჩინოსანთან, რომელიც არის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და, რა თქმა უნდა, ევროკომისიის მთავარი ინტერესი არის, თუ რა ეტაპზეა 9 პუნქტის შესრულება და ჩვენი ხედვა, რა გაკეთდა და როგორ. ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი", რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე ვისაუბრებთ, რომ სამწუხაროდ, 9 რეკომენდაციის შესრულება იწელება და ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე, "ოცნება" პრიორიტეტების შესრულებას არ ჩქარობს. ოპოზიცია 9 პუნქტის შესრულების პროცესში აქტიურად ერთვება.

მათ შორის, ვითხოვთ, რომ შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომელსაც ვენეციის კომისია იძლევა, რაზეც "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ამის შესრულება შეუძლებელია. " ოცნება" მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება არ არის მიზანშეწონილი და შეუძლებელია, ჩვენ, ოპოზიცია კი მივიჩნევთ, რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელია"- განაცხადა ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×