რეზონანსი
31.01.2024

მწერალი ლაშა ბუღაძე, ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ტელევიზიის მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება.

ბუღაძის თქმით, „ფორმულას" განცხადება უპასუხისმგებლობა, ვინაიდან იმ ადამიანებს, ვინც იბრძოლა და სხვა მედიებს არ მიეყიდა, დელიკატურად ემშვიდობებიან, ხოლო ხაბეიშვილისა და მისი მსგავსი ფიგურებისთვის ტელევიზიას სარჩო მაინც აქვს.

„სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან... არჩევნებია წინო", - წერს ლაშა ბუღაძე Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×