რეზონანსი
31.01.2024

„ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ემსახურება ქვეყნის გარეთ არსებულ ჯგუფებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანამ „ნაციონალური მოძრაობა" მსგავს პოლიტიკურ ფილოსოფიაზე იქნება დაფუძნებული, არჩევნებში წარმატებას ვერასდროს მიაღწევს.

„ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა არ არის ადამიანებში, თავმჯდომარე ვინ იქნება და პოლიტსაბჭოს მდივანი. პრობლემა არის მთავარ რამეში - ეს არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ემსახურება ქვეყნის გარეთ არსებულ ჯგუფებს. სანამ ამ პოლიტიკურ ფილოსოფიაზე იქნებიან დაფუძნებული, რომელიც ძალადობას და სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურებას გულისხმობს, რა თქმა უნდა მათი შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×