რეზონანსი
30.01.2024

 ვიქტორ ორბანი ბრიუსელთან კომპრომისზე მიდის. უნგრეთის პრემიერ მინისტრი მზად არის უკრაინისთვის ევროკავშირიდან 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას დათანხმდეს, თუმცა კონკრეტული პირობების სანაცვლოდ.

გამოცემა „ლე პოინტთან" ინტერვიუში, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპული ბლოკის ბიუჯეტიდან კიევის დასახმარებლად თანხის გამოყოფას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი დახმარების პაკეტის გახანგრძლივების საკითხს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველ წელს ხელახლა უყრიან კენჭს.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ყოველწლიურ კენჭისყრაზე გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×