რეზონანსი
30.01.2024

 ზელენსკი დიდ რისკზე მიდის იმისთვის, რომ ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანოს და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პოზიციები შეინარჩუნოს - ამერიკული გამოცემა Time ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ზელენსკი მზად არის ვითარების ესკალაციისთვის, უფრო აგრესიულად შეუტიოს რუსეთს, მიიტანოს იერიშები რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ ყირიმზე, დაარტყას რუსეთის ნავთობისა და მარცვლეულის ობიექტებს შავ ზღვაში, მოაწყოს თავდასხმები რუს პოლიტიკოსებზე.

ანალიტიკოსი იან ბრემერი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ყოველი ასეთი თავდასხმა პუტინის შურისძიების რისკს ზრდის და ომში ნატოს უშუალო ჩართვას არ გამორიცხავს. Time-ი წერს, რომ რუსეთს და ნატოს ომის გაფართოება არ სურთ, თუმცა ზელენსკის არაპროგნოზირებადი ქმედებები ესკალაციის რისკს ზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×