|
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულების შეჩერებას, ბათილად ცნობას ითხოვენ. სარჩელს კლინიკის 200-მდე თანამშრომლის ხელმოწერა ერთვის.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მაია სულაქველიძემ განაცხადა, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.
„შემოვიტანეთ სარჩელი და ვასაჩივრებთ იმას, რასაც ვასაჩივრებდით ბოლო დღეების განმავლობაში. რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ მთავრობამ სრულიად უსაფუძვლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვაქვს თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომელიც ერთვის სარჩელს. დაახლოებით 200 თანამშრომელი აწერს ხელს. ჩემი აზრით, პროცესი უკავშირდება ბიზნესინტერესს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს. ეს გახდა საფუძველი უსაფუძვლო გადაწყვეტილების მიღების. მივმართეთ სამართლებრივ ფორმას, მაგრამ არ გამოვრიცხავ პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც, მათ შორის ქუჩის აქციებს, მიტინგს, შიმშილობას. ეს არის ჩვენი მკაფიო რეაქცია უსამართლო გადაწყვეტილებაზე, რაც მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს წინააღმდეგ მიიღო", - განაცხადა მაია სულაქველიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|