რეზონანსი
30.01.2024

 ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-3 ბრიგადის წევრებმა ხანშიშესული ქალბატონის კარდიოგენული შოკიდან წარმატებით გამოიყვანეს.

სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმატების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს:

„ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-3 ბრიგადის წევრების წარმატება - გამოძახების მოტივი - დაბალი არტერიული წნევა. გამოძახების ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხანშიშესული ქალბატონი კარდიოგენული შოკით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მიღებული იქნა პაციენტის ტრანსპორტირების გადაწყვეტილება, რა დროსაც მან დაკარგა გონება, შეწყვიტა სუნთქვა, ხოლო მონიტორზე ასისტოლია დაფიქსირდა.

ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგად გულისცემა წარმატებით აღდგა.

პაციენტი სტაბილური მდგომარეობით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

გვემაყება: ექიმი - ნინო გიორგაძეექთანი - ანა ჟორჟოლიანიმძღოლი - მალხაზ ძამაშვილი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×