რეზონანსი
30.01.2024

მე შემიძლია გავაკეთო კომენტარი ჩვენს მიზნებსა და გეგმებზე, ეს არის რეალური ცვლილებები ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მიზნები და გეგმები კარგად იცით, რეალური ცვლილებები ქვეყანაში. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ყველა იმ ოპოზიციონერს, ვინც ამ გეგმაში ჩვენ გვეთანხმება, ვუსურვებთ წარმატებებს ოპოზიციაში. მე გვარამიას და ყველა ოპოზიციონერს, მინდა, ვუსურვო წარმატება“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამშრომლობას განიხილავს ყველასთან, მათ შორის მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×