|

„ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება" - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "არ აქვს მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს, ეს არც ეკონომიკურ განვითარებას მოიტანს და არც ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციას“:
ჩვენ ქვეყანას სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ხალხს კი სჭირდება ღირსეული მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილები. ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით, ეს მთავარი ამოცანები არ სრულდება. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს და როგორ გადააადგილებს ივანიშვილი თავის კარზე სხვადასხვა ქვეშევრდომებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევცვალოთ რაც შეიძლება სწრაფად მოახლოებულ არჩევნებში ეს რეჟიმი, იმისათვის რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს და ასევე, იმავდროულად სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც ეკონომიკური განვითარების შედეგიც იქნება.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|