რეზონანსი
30.01.2024

ვინ წავა საქართველოს მთავრობიდან ღარიბაშვილთან ერთად და ვინ შეუერთდება  ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს - მთავარმა არხმა რამდენიმე კონკრეტული გვარი გაარკვია. კობახიძის ფორმაციის მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას  ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი  ნიკოლოზ სამხარაძე დაინიშნება. სწორედ ეს ორი დეპუტატი გაჰყვება კობახიძეს პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში. სად წავლენ მოქმედი ილია დარჩიაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე ჯერ უცნობია. თუმცა იქნება სხვა ცვლილებებიც, მათ შორის კაბინეტს დატოვებს მოქმედი ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, ხოლო თეა წულუკიანი კულტურიდან იუსტიციაში ბრუნდება. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კობახიძეს პრემიერის პოსტზე ოფიციალურად 1-ელ თებერვალს, ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. ამის შემდეგ კი პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს და საკანონმდებლო ორგანოს 2 კვირიანი ვადა ექნება ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×