
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილის რატი იონათამიშვილის შეფასებით, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა იყო საკმაოდ საქმიანი და ნაყოფიერი, თუმცა იგი ვერ აკონკრეტებს რატომ იქცეოდა კონსტრუქციულად ოპოზიცია.
„მე მაქვს მოლოდინი, რომ „ლელო“ დადებს ისეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ავტოტრანსპორტით ლა-მანშის სრუტის გადალახვა იქნება შესაძლებელი. სხვა მოლოდინი ამ პარტიისგან არ გვაქვს. ეს პარტია არის პოლიტიკური კურიოზი და პოლიტიკურ კურიოზთან ერთად, არის მაგალითი და ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. კარგია, ასე გააგრძელოს. ის რადიკალური ოპოზიციის სახეა დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
საქართველოს პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესს განაგრძობს. მმართველმა გუნდმა,ევროკომისიის 9 პუნქტთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გამართა. პროცესს ბოიკოტს უცხადებს „ლელო“ და ალტერნატიული გეგმის წარდგენას დღეს აპირებს.