რეზონანსი
30.01.2024

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას რეგონული გამოცემა AJARATIMES.GE ავრცლებს. 

მედიის ცნობით, გურამ ბერიძე ბათუმში, სასტუმრო "ლე მერიდიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდების მონაწილეობით "ქუჩური გარჩევა" გაიმართა. გურამ ბერიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

როგორც გამოცემა წერს, საქმე, ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის კუთვნილი კომპანიის საქმიანობას ეხება. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო "აჭარა თაიმსს" უყვება, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი კომპანიის წილებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ბერიძეს წილის დათმობასა და დიდ თანხას სთხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×