რეზონანსი
29.01.2024

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ფრენები 2023 წლის 2-აპრილიდან დაიწყება და კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.

ბათუმი-მოსკოვის რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი გზის ბილეთის ფასი 832-975 ლარის ფარგლებში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი, 2023 წლის 20 მაისს შეასრულა. ამას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2023 წლის 10 მაისი განკარგულება, რომლის მიხედვითაც აღდგა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა და ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოიხსნა სავიზო რეჟიმი.

ამ დროისთვის Georgian Airways-ი პირდაპირ რეისებს ასრულებს თბილისი-მოსკოვის და თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით.

ცნობისათვის, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს Georgian Airways-ის გარდა 2 რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი და Azimuth-ი ახორციელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×