რეზონანსი
28.01.2024

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის სამხრეთით ნაწილში, ხან იუნისში მაღალი ინტენსივობის ბრძოლები გრძელდება.

თავდაცვის ძალების ცნობით, ხან იუნისში ჩატარებულ ბოლო ოპერაციებში ისრაელელმა ჯარისკაცებმა ხელის ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული „ჰამასის" ჯგუფი გაანადგურეს და იარაღის საწყობი აღმოაჩინეს. ამასთან, მედესანტეების ბრიგადამ რამდენიმე შეიარაღებული პირი გაანადგურა და იარაღი აღმოაჩინა.

ამასთან, თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, მე-5 ბრიგადის რეზერვისტებმა გვირაბის ქსელი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ჯარისკაცებმა რამდენიმე შეიარაღებული პირი გაანადგურეს და იარაღი აღმოაჩინეს.

ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზას ცენტრალურ ნაწილში „ჰამასის" წევრზე დრონით თავდასხმა განახორციელეს და კიდევ რამდენიმე შეიარაღებული პირი გაანადგურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×