რეზონანსი
28.01.2024

ბუნებრივია საპატრიარქოს ვეთანხმებით. ჩვენ, „ქართულ ოცნებას" ეს მუშაობა დაწყებული გვაქვს 2013 წლიდან, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია საპატრიარქოს განცხადებას კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებასთან დაკავშირებით.

„დაწესებული იყო ზედა ზღვარიც სარგებლის მიღების. ასვე შემოტანილი იქნა სასამართლოს კომპონენტი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა პოლიცია, ძალიან მარტივად და უბრალოდ. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროცესი გამხდარიყო უფრო ლმობიერი და ჰუმანური. თუმცა, დღევანდელი სურათი და განსაკუთრებით ის სამწუხარო მოვლენები, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე განვითარდა გვაჩვენებს, რომ დასახვეწია გარკვეული მიმართულებები და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები", - აღნიშნა ოდიშარიამ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მომხდარს გამოეხმაურა.

23 იანვარს აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან ოჯახი გამოასახლა. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×