რეზონანსი
28.01.2024

გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა. მიზეზი ინტენსიური თოვა და დაბალი ტემპერატურაა. აიკრძალა სხვადასხვა სახის ავტომობილით მოძრაობა. ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში პლატონ კალმახელიძე „ქრონიკასთან" არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

„კახეთის რეგიონში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოვიდა თოვლი. მუნიციპალიტეტები შეხვდნენ ამას მზაობით. საჭიროების შემთხვევაში, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი. გზებზე რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა არ არის. მოძრაობა მხოლოდ თელავი-ვაზიანი-გომბორის მონაკვეთზეა შეზღუდული, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი. ამ დროისათვის მხოლოდ გადაადგილდებიან მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები", - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×