რეზონანსი
27.01.2024

როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, არაფრად აგდებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, მისი მხრიდან განაწყენებებზე საუბარი ცოტა ცუდი მოსასმენია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თავი რომ დავანებოთ წყენასა და ბუტიაობას, არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც ხდება სტუმრების მიღება-გაცილება. როდესაც, ნებისმიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოდის ჩვენს ქვეყანაში და არსებობს კონკრეტული ფორმატი ეკონომიკური კომისიის თანამშრომლობის, ცხადია, მას ხვდება პრემიერი და ამით ყველაფერი ნათქვამია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებებისა და საქართველო-სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×