რეზონანსი
26.01.2024

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.

იანვრის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შარლ მიშელი ევროპარლამენტში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

"ჩემმა არჩევანმა მედიაში მწვავე პოლემიკა გამოიწვია. მე ნაწილობრივ ველოდი ამას, ჩემი ნაბიჯის უპრეცედენტო ასპექტის გათვალისწინებით. მაგრამ მე ვერ შევაფასე გარკვეული ნეგატიური რეაქციების მასშტაბები და რადიკალურობა - არა ევროპულ საბჭოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნა შარლ მიშერლმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×