რეზონანსი
26.01.2024

მოძრაობის წევრებმა პარლამენტთან ლეიბი მიიტანეს და განმარტეს, რომ ამ ფორმით დეპუტატის მრავალგზის ნათქვამს გამოეხმაურნენ- პარლამენტის წინ ლეიბების განთავსების და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის შესახებ. „ნუ გეშინიათ, მაინც გავალთ რუსთაველზე"- პერფორმანსს - თაკო ჩარკვიანი ასე გამოეხმაურა.

„კანონისა და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 „მატრასი" ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა „აქოურმა" კომფორტს მორგებულმა „ზარმაცმა" ოპოზიციონერმა იღლიცინა. მახსოვს, ყოფილი ხელისუფლების დროს ოთხი თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×