რეზონანსი
26.01.2024

მეგის ქარდავა სხვა პატიმრებთან ერთად თბილისიდან ქუთაისში ეტაპირებაზე უარს ამბობს. ამ მიზეზით ქარდავას სისხლის სამართლის საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში უკვე რამდენჯერმე გადაიდო. პერსონალური ეტაპირების მოთხოვნის მიზეზად დაცვის მხარე პატიმრის უსაფრთხოებას ასახელებს, თუმცა ადვოკატი ზაზა გოროზია კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

ადვოკატის თქმით, მეგის ქარდავას ინტერესია, რომ თავის პროცესზე უშუალო მონაწილეობა მიიღოს.

„შესაძლოა ქარდავას მიმართ დაიგეგმოს რაიმე სახის პროვოკაცია და ამ პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით ითხოვს სრულიად მარტო ეტაპირებას სასამართლოში. ესკორტირების სამსახურმა ვერ უზრუნველყო მეგის ქარდავას ეტაპირება ქუთაის სააპელაციო სასამართლოში, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით. თავად მეგის ქარდავას ინტერესია, რომ თავის პროცესზე გამოცხადდეს, მოვიდეს, მიიღოს უშუალოდ მონაწილეობა, მისი ბრალდების საქმეზე მოწმეს დაუსვას შეკითხვები, თუმცა მიზეზების გამო ვერ მოხდა მისი ეტაპირება",- განაცხადა გოროზიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×