რეზონანსი
26.01.2024

ზურაბიშვილის ფიქრები - ოპოლიდერი ვიქნები - ეს არის მისი ამბიცია. კარგად ვიცნობთ ზურაბიშვილს, ის ვერასდროს იტანს განსხვავებულ აზრს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ნაცმოძრაობის" გარდა, უნდათ რომ „ნაცმოძრაობა 2"-მაც გადალახოს ბარიერი ე.წ. შეერთებებით. თუმცა ეს იქნება ძალიან რთული პროცესი, თითქმის შეუძლებელი იქნება. რასაც ვხედავთ, მელია, გახარია, „ლელო", გვარამია და თავში ზურაბიშვილი - ეს ის შემადგენლობაა, რომლის ვითომ მესამე ძალად ჩამოყალიბებასაც აპირებენ", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიაზე „ხალხის ძალა" საუბრობს - ამ სტრატეგიის ნაწილია „ლელო", გახარიას პარტია და გვარამია-მელიას გაერთიანება, რომლის ლიდერიც შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×