რეზონანსი
26.01.2024

გუ­შინ, თბი­ლის­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, ნი­კი­ტა აგი­ე­ვი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. აგი­ე­ვი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქუ­ჩა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნა­ხეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

ambebi.ge-ს სან­დო წყა­რომ უთხრა, რომ ნი­კი­ტა აგი­ევ­სა და სამ ახალ­გაზ­რდას შო­რის სის­ხლი­ან და­პი­რის­პი­რე­ბას წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და, რო­მე­ლიც იქვე, ბარ­ში და­ი­წყო.

ახალ­გაზ­რდებ­მა შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. ნი­კი­ტა აგი­ევ­ზე თავ­დას­ხმა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დე გა­იქ­ცნენ.

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვე­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მა­ლე­ვე მო­ახ­დი­ნეს.

ambebi.ge-ის ინფორმაციითვე, წარ­სულ­ში ნი­კი­ტა აგი­ევ­მა სამი თავ­დამ­სხმე­ლი­დან ერთ-ერთი დაჭ­რა (სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი) და გუ­შინ­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტის მო­ტი­ვიც შუ­რის­ძი­ე­ბა უნდა იყოს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.პ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მიმ­დი­ნა­რე წლის 25 იან­ვარს, თბი­ლის­ში, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა - 2003 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ა.-ს., რის შემ­დგო­მაც ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. პო­ლი­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×