რეზონანსი
26.01.2024

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარი გააკეთა წმინდა მატრონას ხატსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, გარკვეული ადამიანებისთვის შობის დღესასწაულზე „გვერდით თემებზე საუბარი ჩვევად იქცა“.

„როდესაც შობა დღეს ასეთ დესტრუქციას გიწყობენ, ყოველგვარი დიალოგი შეუძლებელია. ეს არის ამაღლებული დღესასწაული, ძალიან დიდი საიდუმლოებებით სავსე დღეა და განსხვავებულია იმისგან, რაც ხდება ამ სამყაროში. აი, ამ დღეს საუბარი რაღაც გვერდით თემებზე მათთვის გახდა ჩვევა, ჩვენთვის კი ეს ძალიან უხერხულია. ეს იყო სპეციალურად შერჩეული დღე და ეს მათ სხვა დროსაც არაერთხელ გაუკეთებიათ.

სპეკულაციაა ისიც, როდესაც ეკლესიაში რუსულ გავლენებზე საუბრობენ. სად არის იმის დასაბუთება, რომ ეკლესიაში რაიმე გავლენა არის რუსეთის? არის რამე ასეთი კონკრეტული ფაქტები, რომელიც შეუძლიათ წარმოადგინონ?“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძემ ასევე ისაუბრა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე, რომლის მიღებაც მმართველ გუნდში დააანონსეს.

„მათ შეუძლიათ თუნდაც ევროპული გამოცდილება აიღონ, სადაც არსებობს პრივილეგირებული რელიგიები და ზოგადად არსებობს რელიგიური ორგანიზაციის განმარტების ცნება, ამიტომ შესაძლებელია განიმარტოს, რომელ ორგანიზაციას ექნება ეს სტატუსი და ამის შემდეგ დარეგულირდეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, ასე ქუჩაში სირბილს, ეკლესიებში შევარდნას და ხალხის პოლარიზებას, ეს ჯობია“, - განაცხადა "იმედის" ეთერში დეკანოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×