|

განზრახ არ შევდივარ საქართველოში არსებული მევახშეობის "ინსტიტუტის" პრობლემებში. მით უმეტეს, ეჭვქვეშ არ ვაპირებ ქვეყანაში აღსრულების პოლიციის არსებობის მიზანშეწონილობის განხილვას, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლებისას განვითარებულ მოვლენებს.
ქართველიშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიმტანი პირები, ისევე როგორც ამგვარი ქმედებების ჩადენისთვის სახელმწიფო ორგანოების ლმობიერება.
„განზრახ არ შევდივარ საქართველოში არსებული მევახშეობის „ინსტიტუტის" პრობლემებში. მით უმეტეს, ეჭვქვეშ არ ვაპირებ ქვეყანაში აღსრულების პოლიციის არსებობის მიზანშეწონილობის განხილვას. გულისამრევია უკვე ჩემთვის მცნება „გულანთებული ახალგაზრდობა". საშინელ მიუღებლობას იწვევს „სტუდენტი", რომელიც ქვეყანაში ყველაფრით არის დაკავებული - სწავლის გარდა! მიუღებელია ჩემთვის „შვიშტოკის" ერთ დასტვენაზე სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიმტანი ძველგაზრდა თუ ახალგაზრდა. მიუღებელია გაუგებარი ცხოვრებისეული კრედოსა და მიზნების მქონე სხვის საფლავებზე ფიზიოლოგიური საჭიროების დამკმაყოფილებელი ბიოლოგიური არსებები. მიუღებელია - მოლოტოვის მსროლელი, რომელიც ორ ალტერნატივას შორის: 1) წაიკითხოს 4-გვერდიანი კანონპროექტი და ჩასწვდეს მის არსს და 2) მოსპოს მოყვასის სიცოცხლე მისი სხეულის გადაწვით - მეორე ვარიანტს ირჩევს. მიუღებელია ჩემთვის სატანისტების მიერ ჩვენი ხატებისა თუ ეკლესიების შებილწვა. ხოლო ჩემი, „გულანთებული თაობის" სახელით, ასევე მიუღებელი იქნება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ნებისმიერი, მსგავსი ტიპის უსამშობლო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ხელყოფისას გამოჩენილი ლმობიერება!" - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|