რეზონანსი
25.01.2024

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მოკლული ბიჭი 21 წლის ნიკიტა აგიევია.

ახალგაზრდა, რამდენიმე საათის წინ, ცივი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ავტომობილში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.

წყარო: რუსთავი2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×