რეზონანსი
23.01.2024

ჩემთვის ძალიან რთულია, ვთქვათ, რომ მანდ კორპუსი თუ სტუდქალაქი უნდა აშენდეს, რადგან ამ ბაზას დიღმის საწვრთნელი ბაზაყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა დინამოელებისთვის და ჩემთვის ეს უბრალოდ რაღაც ტერიტორია არ არის, - ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ „ქრონიკასთან" განაცხადა.

„დავუშვათ, სამებას რა დატვირთვა აქვს ჩვენი საპატრიარქოსთვის - დაახლოებით ასეთივეა. მე ვემხრობი იმ პოზიციას, რომ ეს ბაზა უნდა შენარჩუნდეს", - აღნიშნა არველაძემ.

დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევის შესახებ გაკეთებულ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

„მე პირდაპირ ვიტყვი, სანამ დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის სიამაყე, რაც გააჩნია ქართულ ფეხბურთს - დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×